მთავარისიახლეებისაზოგადოება''ახალი ლიდერების ინიციატივამ" ზუგდიდში ოფისი გახსნა

”ახალი ლიდერების ინიციატივამ” ზუგდიდში ოფისი გახსნა [Video]

Published on

სამოქალაქო მოძრაობა  „ხმამ“- ჯვარში  ოფისი  გახსნა. პრეზენტაციას ამერიკელი ექსპერტი  და საქართველოს მეგობარი   ქრისტინა პუშოუ ესწრებოდა  ”ახალი ლიდერების ინიციატივის”  წევრებთან ერთად. მოძრაობის ძირითადი მიზანია მოსახლეობაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა და საზოგადოებაში გაჟღერება. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების გეგმაზე იმუშავებენ. ოფისში მოხდება ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხების განხილვა და გენერირება.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნი „ძალის გამოღვიძება“ გადასცეს. ჯვარის შემდეგ  არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი ლიდერების ინიციატივამ “ფილიალი ზუგდიდში გახსნა. ორგანიზაციის დახმარებით ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა , გამოავლინონ და განამტკიცონ საკუთარი ლიდერული უნარჩვევები, დაესწრნონ საჯარო ლექციებს და ჩაერთნონ პოლიტიკურ ეკონომიკურ თუ სოციალურ პროექტებში.

“მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ამ ორგანიზაციას, არის ის, რომ გვინდა ქართულ პოლიტიკაში იყოს არა მხოლოდ ახალი სახეები, არამედ ახალი ლიდერები. ისინი იმუშავებენ 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: განათლება, ქველმოქმედება, სამოქალაქო აქტივიზმი და გამოძიება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ ლიდერებს ექნებათ მთელი არსით შეგნებული თავიანთი ღვაწლი და მისია ქვეყნის განვითარების პროცესში. ასევე ვაპირებ ჩემი გამოცდილების გამოყენებას, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში მივიღე. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო დააახლოვებს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან, განსაკუთრებით პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით,”-ამბობს “ახალი ლიდერების ინიციატივის” დამფუძნებელი ქრისტინა პუშოუ.

“ახალი ლიდერების ინიციატივა ” 2019 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა და  რეგიონებში საკუთარ ფილიალებს აფუძნებს

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...