მთავარისიახლეებისაზოგადოებაასოციაცია "მერკურის" ინიციატივით ოჯახის ცენტრში ძალადობის მსხვერპლებს ემსახურებიან

ასოციაცია “მერკურის” ინიციატივით ოჯახის ცენტრში ძალადობის მსხვერპლებს ემსახურებიან [Video]

Published on

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილების თავშესაფარი  2018 წლის მარტში პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელშეწყობისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის განვითარებისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის პროგრამით და  განხორციელდა პოლონეთის ჰუმანური განვითარების ფონდთან პარტნიორობით. ეს რეგიონში ერთადერთი თავშესაფარია, რომელიც ასოციაცია მერკურის ინიციატივით გაიხსნა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სხვადასხვა  მომსახურებით. სადღეღამისო საცხოვრისით (თავშესაფარში);ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;სამართლებრივი დახმარებით;საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით; ასოციაცია მერკურს ასევე აქვს ოჯახის ცენტრი, სადაც ფსიქოლოგის, სოც, მუშაკისა და იურისტის დახმარება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელიც ფიქრობს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი.

მერკურს ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, ჩატარებული აქვს სემინარები და გადამზადების კურსები.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...