მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა და კონტაქტი ჰქონდა...

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა და კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან – მარინა ეზუგბაია

Published on

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი.

თბილისის ინფექციური სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 14 დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 1 კი საჩხერის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, მათგან ორს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ერთის კვლევა ჯერჯერობით გრძელდება. ის მოქალაქეები, ვისაც ვირუსი არ დაუდგინდა, საკარანტინო სივრცეში გადადიან. დღეს ტესტი კიდევ 14 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.

“ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 ადამიანია, ჩვენთან კი 14 ადამიანი იმყოფება. ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი არის მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი ამ პირთან. მეორე შემთხვევა – ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ახლა ვერ გეტყვით, ეს შემთხვევა ესპანეთიდან ჩამოტანილ შემთხვევად ჩაითვლება,  თუ იტალიის შემთხვევად” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...