მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიასთან მძღოლები აქციას მართავენ

ზუგდიდის მერიასთან მძღოლები აქციას მართავენ

Published on

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან, სადაც საქალაქო ტრანსპორტის,კერძოდ, ავტობუსების მძღოლები არიან შეკრებილები. როგორც ისინი ამბობენ, მუშაობა არის შეუძლებელი, რადგან გეგმა არის დიდი და მის შესრულებას ფაქტიურად ვერ ახერხებენ. მძღოლები ითხოვენ სამუშაო გეგმის გადასახდელი თანხის შემცირებას. მათივე თქმით არასათანადო პირობებში უწევთ მუშაობა. მძღოლებს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდა. მისი თქმით, “მენეჯმენტმა მოითხოვა რამდენიმე ლარით შენატანის გაზრდა, ასევე მძღოლები არიან გამომუშავების ხელფასზე და გადავწყვიტეთ, რომ ეს სისტემა არის შესაცვლელი, ყველა მათგანს დაუმონტაჟდება გადასახდელი აპარატები. ვფიქრობ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი არის 2 თვიანი პერიოდი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ მოგვარდეს ეს პრობლემა და არანაირი გადასახადი არ დაემატოთ მძღოლებს”- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერიასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...