მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში პურის კიდევ 10 თეთრით გაძვირებას აპროტესტებენ

ზუგდიდში პურის კიდევ 10 თეთრით გაძვირებას აპროტესტებენ [Video]

Published on

ზუგდიდში პური ისევ გაძვირდა, ამჯერად პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ  გამყიდველები. ისინი ამბობენ, რომ პური ხელოვნურად მხოლოდ ზუგდიდში გაძვირდა და ამ პროცესში ადგილობრივ საცხობებს ადანაშაულებენ. გამყიდველების თქმით, ისედაც გაუსაძლის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის 10 თეთრით ზედმეტის გადახდა მტკივნეულია და მყიდველები აღარც შემოდიან.

„ისედაც 300 გრამი გახადეს პური და მერე 10 თეთრი მოუმატეს და 70 თეთრი გახადეს, ვერ ყიდულობს ხალხი, არა აქვთ ფული, ვითხოვთ გაირკვეს, რატომ მოუმატეს მარტო ზუგდიდში, როცა სხვაგან არ გაძვირებულა, ესაა ნაროუშვილების და ბეჭვაიას თავი, ისინი უმატებენ.“- უთხრა „ოდიშინიუსს“ ერთ-ერთმა გამყიდველმა.

„რატომ უნდა გააძვირონ აქ პური, როცა ქუთაისიდან დღეს დილით შემოიტანეს დაბალ ფასად…აღარ ავიღებთ ამ პურს და ავიღებთ ქუთაისის პურს, ისედაც უჭირს ხალხს და კიდევ მომატება უნდა? ვითხოვთ, რომ ისევ 60 თეთრზე დარჩეს ფასი“- ამბობს გამყიდველი.

პურის ფასის მომატებას აპროტესტებენ მყიდველები, რომლებიც ამბობენ, რომ გაძვირდა ყველაფერი და ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

„პენსია ავიღე დღეს და კარტოფილი და კომბოსტო მიმაქვს სახლში, ყველაფერი გაძვირებულია და კიდევ უმატებენ, ეს როგორ შეიძლება? ხალხი არავის არ ეცოდება, შიმშილით უნდა დავიხოცოთ?“- ამბობს პენსიონერი ქალბატონი.

პურზე ფასის მომატებას სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან პურსაცხობები. შპს ლეკოს დირექტორის მოადგილე გოჩა ბეჭვაიას თქმით, პურზე ფასი შარშან უნდა მოემატებინათ, თუმცა ამ დრომდე არ გაუძვირებიათ

„მოიმატა პურის ფქვილმა, მარილმა, საფუარმა, გაზმა, ელ.ენერგიამ და ყველა საცხობი წავიდა გაკოტრებაზე, რა ვქნათ, ხომ უნდა შევინახოთ თავი. შარშან უნდა მოგვემატებინა, მაგრამ ზუგდიდის პირობებიდან გამომდინარე, არ მოვუმატეთ…3 დღეა დავარეგულირეთ ფასი, ადრე მაღაზიებში ღირდა 70 და ბაზარში 60, ახლა უკვე გავათანაბრეთ და ყველგან 70 გავხადეთ…წონას კი მოვუმატეთ“- განაცხადა გოჩა ბეჭვაიამ.

პურის და ზოგადად საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირება მოსახლეობის ისედაც მცირებიუჯეტიან შემოსავალს მძიმედ აწვება. „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში კატასტროფულად მოიმატა ფასებმა ყველა სახის პროდუქტზე, ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით, ტკბილეული ,ბოსტნეული და ბაღჩეული 12%-ით, თევზეული 10% -ით, პური და პურპროდუქტები კი 6 % -ით გაძვირდა.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...