მთავარისიახლეები"ოცნებამ" უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

Published on

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს – ამის შესახებ დევიდ კრამერი საუბრობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის თქმით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ებრძვის ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა და დასავლელი პარტნიორებისადმი ღალატის ტოლფასია.

კრამერის თქმით, თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს დემოკრატიის მიზანმიმართულ რღვევას, საქართველო დასავლურ სამყაროს საბოლოოდ ჩამოშორდება.

“ქართული ოცნების” ნაბიჯები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და რეალურად, ისინი აყალიბებენ საქართველოში ავტოკრატიულ მმართველობას. ეს, მე ვფიქრობ, არის ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მოქმედება და ეს ასევე არის ღალატი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სხვა დასავლელი მოკავშირეების ხანგრძლივი მხარდაჭერის.

უპირველესად, აუცილებელია დასრულდეს ეს უკანონო თავდასხმები ოპოზიციაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება. მე რუსეთში ვგულისხმობ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც, ძირითადად, არ აქვს ლეგიტიმაცია მსოფლიოში. ანუ მათ უნდა გაათავისუფლონ ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები და უნდა შეწყვიტონ პუტინის მიბაძვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მაინც ვხედავთ “ქართული ოცნების” რუსული მიმართულებით მოძრაობას და დაშორებას დასავლეთიდან. ზუსტად ამ მიზეზის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შარშან ძლივს დაუწესა სანქციები ივანიშვილს. ვფიქრობ, აუცილებელია შეწყდეს ეს უკუსვლა, რომ საქართველო არ გადაიქცეს სრულად ავტორიტარულ მმართველობად, რისი მყარი ნიშნებიცაა.

ანტიამერიკული სენტიმენტები არის მკაფიო მაგალითი იმისა, თუ როგორ უახლოვდება “ქართული ოცნება” მოსკოვს. “ოცნება” საკუთარ ამომრჩეველს აჯერებს, რომ ამერიკა არის ბოროტმოქმედი, რომლისგანაც ქვეყანას იცავს. ეს კი, ძალიან ჰგავს კრემლის პროპაგანდას, – განაცხადა კრამერმა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...