მთავარისიახლეებიევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Published on

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. მისივე თქმით, სანქციების ინიციატორი საფრანგეთია. ამის შესახებ ბარომ ფრანგულ ტელეარხ TF1-ზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შემდეგ, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.

ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს, ეს უნდა შეწყდეს. ამის მისაღწევად, აშშ-ის სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ემზადება, ფრანგული წინადადებების საფუძველზე, შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რომლებიც ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში შემოვიღეთ. ისინი პირდაპირ ამოწურავენ რესურსებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს გააგრძელოს ომი,” – განაცხადა ბარომ.

ბაროს თქმით, ახალი პაკეტი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორზე, კერძოდ, ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე, არამედ თავად რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ფინანსურ მოთამაშეებზეც. ესენი არიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც კრემლს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. სწორედ ამიტომ, ბაროს თქმით, პუტინი ინარჩუნებს ომის წარმოების შესაძლებლობას მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად.

პუტინი ფრონტზე აღარ მიიწევს წინ და ახლა მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიების დრონებითა და რაკეტებით დაბომბვით შემოიფარგლება. ეს მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვან მსხვერპლს იწვევს. ეს უნდა შეწყდეს,” – აღნიშნა ბარომ.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...