მთავარისიახლეებისაზოგადოებახანდაზმულთა დღის ცენტრის ერთი ლამაზი დღე ზუგდიდში

ხანდაზმულთა დღის ცენტრის ერთი ლამაზი დღე ზუგდიდში [Video]

Published on

ხანდაზმულთა დღის ცენტრი ზუგდიდში გასული წლის ივნისში გაიხსნა. ცენტრი

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გახსნა და სოციალური საცხოვრისის შენობაში განათავსა. ცენტრის საზეიმოდ გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში.ბენეფიციარების   შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეს მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, არიან უმწეოები და სოციალურად დაუცველები.ცენტრში საკუთარი ფსიქოლოგი ჰყავთ. ნანა ქირია  ხანდაზმულებს ტესტებით, განწყობის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოებით უადვილებს მათ ერთად ყოფნას და ზოგადად ცხოვრებას.ხელსაქმეს და კრეატიულ ხედვას კი ეკა კაკულია ხელმძღვანელობს. ხანდაზმულებს მშვენიერი ნაკეთობები გამოსდით. რამდენჯერმე გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს.ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება არტ-გალერეაში დეკემბერში ჩატარდა, სადაც დღის ცენტრის ბენეფიციარების  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე იმღერეს ხალხური სიმღერები.ლელა ჯანაშია ექთანია, ამბობს, რომ დღის ცენტრის ხანდაზმულები ერთმანეთზე ზრუნავენ და ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებთ.დღის ცენტრის მენეჯერი ნანა შონიაა, ის ბენეფიციარებს ძალიან უყვართ.ბენეფიციარებს ერთმანეთთან შეხვედრა და ყოველი დღის გათენება უხარიათ, ესმით ერთმანეთის, უგებენ და ცხოვრებას ულამაზებენ. ხანდაზმულთა დღის ცენტრმა წელი შეაჯამა, მოწვეული სტუმრებისთვის იმღერა, ნამუშევრები დაათვალირებინა და მომავლის შეხვედრის სურვილით დაემშვიდობა.პროექტი “უზრუნველყოთ ღირსეული ხანდაზმულობა” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი  პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში ხორციელდება.პროექტს ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან:საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენნტრ “აფხაზეთთან” (GHGA) და კახეთის რეგიონალური  განვითარების ფონდტან (KRDF) ერთად.ხანდაზმულთა ცენტრი ყოველ დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....