მთავარიUncategorized,,მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“ - ,,ლაფატკაზე'' შემჯდარი გიორგი...

,,მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“ – ,,ლაფატკაზე” შემჯდარი გიორგი გახარია გაღიზიანებულია

Published on

დაბრუნდება თუ არა პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი და რას ნიშნავდა მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადება “დასპოილერებაზე”.

გახარიას განცხადება იყო ამბივალენტური განცხადება კაცის, რომელიც „ლაფატკაზე“ ზის, – განუცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით , სადაც  გიორგი გახარია  საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

უგულავას განცხადებით, „გახარია არა თუ გასაშვები, არამედ დასანიშნიც კი არ იყო. ფაქტია, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნა ხალხისთვის იყო სილის გაწვნა ივანიშვილის მხრიდან და თუ გახარია წავა, ეს იქნება ხალხის გამარჯვება იმ წნეხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ დამნაშავის პრემიერად დანიშვნის გამო“

ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი   პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” ერთ წრეზე ტრიალებს.

„შოთაძეს აბრუნებენ და ჩხენკელი დააბრუნეს და თვითონ ივანიშვილი რომ მობრუნდეს, რა მერე?! ამხელა რესურსი აქვს კაცს და ნორმალური, ახალი ადამიანის მოძებნა აღარ შეუძლია. იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ. როგორ შეიძლება ივანიშვილთან ადამიანი სამუშაოდ მივიდეს? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშავოს ივანიშვილთან? არ ასხივებს „ქართული ოცნება”, რომ ის გრძელვადიანად იქნება. ამ წლის ბოლოს „ქართული ოცნება” აღარ იქნება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

 ბძინა ივანიშვილს ბევრნაირი „კლოუნი“ ჰყავს, გახარია კი არის დემორალიზებული „კლოუნი“ და ვერ ფუნქციონირებს იმ სამარცხვინო წესებითაც კი, რაც ივანიშვილს აქვს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ-მინისტრისგიორგი გახარიას   განცხადებას, რომელშიც ის საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

ბოკერიას განცხადებით, თუ გახარია თანამდებობას დატოვებს, ეს არსებითად არაფერს შეცვლის.

„არაფერი გამიკვირდება. არსებითად არ ცვლის ეს ბევრს, მაგრამ იქნება დასტური, რომ როცა საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ და ინსტრუმენტი იქნები „გავრილოვის ღამეში”, მერე გაგიჭირდება კი არა, ვეღარ შეძლებ საერთოდ ისეთი მარიონეტის როლში ყოფნასაც კი, როგორშიც გახარია იყო საბოლოო ჯამში. უმძიმეს მდგომარეობაშია ხელისუფლება. მაგაზე არ ვიღელევებდი, მაგრამ ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და ეს ყველაფერი არის ნიშანი, როგორი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ გვყავდეს”,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია   დღეს მედიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

სიახლეები

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...