მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ბიბლიოთეკა გაიხსნა [Video]

Published on

საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში დღეს ბიბლიოთეკა გაიხსნა. ეს არის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყო და ადგილობრივები დამატებითი საგანმანათლებლო ბენეფიტით ისარგებლებენ.ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარმატებული თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ორგანიზაცია დააჯილდოვა, მათ შორის, ტელეკომპანია „ოდიში“, ჟურნალის „სარკმელი“, და ბიბლიოთეკასთან არსებული ამერიკული კუთხე. სივრცე, რომელიც ახალგაზრდებისთვის საყვარელი ადგილია, დღეიდან უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება.საქართველოს უნივერსიტეტი რეგიონებში პერიოდულად აპირებს ბიბლიოთეკების გახსნას, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში კი სხვადასხვა პროექტები ინტენსიურად ხორციელდება

სიახლეები

ნანა სანდერსი ამბობს, რომ მას დაკავებამდე დაჭერით და მოკვლით ემუქრებოდნენ – ადვოკატი

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ნანა სანდერსი ამბობს, რომ მას დაკავებამდე დაჭერით...

4 ოქტომბერს შედგა სახელმწიფოს ღალატის აქტი რამდენიმე ათასი ადამიანისგან-პაპუაშვილი

ყველამ კარგად იცოდა სად მიდიოდა 4-ში 16:00 საათზე, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცოდა რა...

4 ოქტომბრის საქმეზე შსს-მ კიდევ 1 პირი დააკავა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 23 ადამიანი. "შინაგან საქმეთა...

ციხის უფროსი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის...