მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიტ კელოგი - ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

Published on

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება გახდეს საჭირო.

კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ირანთან კონფლიქტის დროს სიმხდალე და არაეფექტურად გამოავლინა.

„ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება“, – აღნიშნა კელოგმა.

მან მიუთითა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნატო დატოვოს დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ.

ამასთან, კელოგმა ალიანსის ალტერნატიული სტრუქტურების შესახებ წინადადება გააჟღერა.

„არსებულ თავდაცვის სტრუქტურებში ცვლილელების შეტანა, შესაძლოა, მათი შექმნა იაპონიასთან და ავსტრალიასთან, ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან, რომლებიც მზად არიან ომში შესასვლელად, მაგალითად, ახლად ჩართულ გერმანიასთან ან პოლონეთთან. ან თუნდაც უკრაინასთან, რომელმაც ასევე კარგი მოკავშირეობა დაამტკიცა“, – აღნიშნა კელოგმა.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...