მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატთა ასოციაციამ ზუგდიდში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა

ადვოკატთა ასოციაციამ ზუგდიდში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა

Published on

ზუგდიდში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ხელში ეჭირათ   პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება ვაჟა ექიმს“, „ადვოკატები ვაჟა ექიმის დასაცავად“, „ერთად გავათავისუფლოთ ექიმი“. აქციის მონაწილეების თქმით, ადვოკატებისა და ექიმების პროფესიები ერთ მთავარ პრინციპს – ჰუმანურობას ეფუძნება, ამიტომ მათი თქმით, ამ ადამიანებს მართებთ ვაჟა ექიმის თანადგომა.

 „საქართველოს ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის – ჩვენს რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის გათავისუფლებული დაუბრნდეს  თავის ოჯახს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ადამიანები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, ექიმის ტყვეობა დასრულდება და იგი ისევ გააგრძელებს თავისი პროფესიულ საქმიანობას“ – განაცხადა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებსი მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...