მთავარისიახლეებისაზოგადოება„აკადემიური პალმების კავალრის ორდენოსანი“ ზუგდიდელი პედაგოგის შთაბეჭდილებები

„აკადემიური პალმების კავალრის ორდენოსანი“ ზუგდიდელი პედაგოგის შთაბეჭდილებები [Video]

Published on

„აკადემიური პალმების კავალრის ორდენი“ – ეს ტიტული ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის სკოლის პედაგოგს, მედეა ჭაჭუას მიენიჭა. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა საქართველოში აღნიშნული ჯილდო სულ სამ პედაგოგს გადასცა. აღსანიშნავია, რომ აკადემიური პალმების ჯილდო 1808 წელს იმპერატორ ნაპოლეონ პირველმა დააარსა. ეს ჯილდო მიზნად ისახავდა, საფრანგეთის მადლიერების გამოხატვას საერო სწავლების განვითარების მესვეურთა მიმართ. 1955 წლიდან, აკადემიური პალმები პატივს მიაგებს ასევე იმ მოღვაწეთა დამსახურებებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში საფრანგეთის ეროვნული განათლების პოპულარიზაციისთვის მუშაობენ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა ქალბატონ მედეა ჭაჭუას სკოლაში წვეოდა და მიღებული საპატიო ჯილდოდან გამომდინარე, შთაბეჭდილებები და ემოციები ჩვენთვისაც გაეზიარებინა. ბავშვობის დროინდელი ოცნება, რომ გამხდარიყო ფრანგული ენის მასწავლებელი აიხდინა და დღეს უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია, ფრანგული ენის მასწავლებელია. სკოლის მოსწავლეები მასზე დიდი სიყვარულითა და სითბოთი საუბრობენ. მას ასევე პედაგოგებმა სკოლაში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. როგორც პედადოგები ამბობენ, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიკო მასწავლებელი მათთან მუშაობს და სხვებისთვის მისაბაძი, მაგალითის მიმცემი დამსახურებული პედაგოგია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...