მთავარისიახლეებისაზოგადოებავებსაიტი zugdidelebi.ge ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა

ვებსაიტი zugdidelebi.ge ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა [Video]

Published on

დღეს ჰაკერული შეტევა განხორციელდა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების ვებსაიტებზე, სადაც მთავარ გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშვილის ფოტო წარწერით I’ll be back (მე დავბრუნდები) არის გამოსახული.
დაჰაკულია საერთო სასამართლოების საიტი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ვებ-გვერდზეც ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოიწმებინა გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა სასამართლოში კომენტარისგან თავი შეიკავეს. ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი საიტები მედიასაშუალებებიც გახდნენ, მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი ვებსაიტი zugdidelebi.ge რედაქციამ ფეისბუქ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა
სადაც ვკითხულობთ:
SOS! ამ დილიდან, ქართულ ელექტრონულ მედიასივრცეში, მასიურად ხორციელდება ჰაკერული შეტევა. კიბერშეტევის ობიექტი აღმოჩნდა ჩვენი საინფორმაციო პორტალი www.zugdidelebi.ge
პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
გავრცელებული ინფორმაციით პრობლემა ორი ათასამდე ვებ-საიტს შეეხო.

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...