მთავარისიახლეებირეგიონებისეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა გორში ათამდე სოფელი დააზარალა - განადგურებულია სასოფლო...

სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა გორში ათამდე სოფელი დააზარალა – განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები

Published on

სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა ათამდე სოფელი დააზარალა გორის მუნიციპალიტში. განადგურებულია ვაშლი, ვაზი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

სეტყვა თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე შინდისში, ქარმა მოგლიჯა ხეები და დაწყვიტა ელექტროსადენები.

სოფლის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ქარიშხალის შედეგად დაზიანდა წმინდა გიორგის ნიშიც, რომელსაც ხე დაეცა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ამბობენ რომ სოფლებს სეტყვამ წელს უკვე მეოთხედ გადაუარა.

გორის მერის განცხადებით, წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს და რა რეაგირებას მოახსენს ხელისუფლება მოგვიანებით გაირკვევა.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...