მთავარისიახლეებისაზოგადოება"საძინებლები არ გვაქვს " - დარჩელის ბაღის გამგე

“საძინებლები არ გვაქვს ” – დარჩელის ბაღის გამგე [Video]

Published on

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დარჩელის ბაღის გამგე მედიასთან კომენტარს აკეთებს. ინზა ქობალიამ „ოდიშინიუსს“ განუცხადა, რომ საძინებელი ბაღს საერთოდ არა აქვს და შესაბამისად არც ბავშვებს აძინებენ, თუმცა სათამაშო ოთახში, სადაც პატარები თამაშობენ, მოუნდათ დაწოლა და იქვე დაწვნენ.

„ეს არ არის ბაგა-ბაღი და შესაბამისად არც ვაძინებთ ბავშვებს. ბაღი არის სარემონტო, აქ არ არს შესაბამისი პირობები, გვაწვიმს, ოთახები გასაკეთებელია, მაგრამ რემონტი არ კეთდება, რადგან ახალი უნდა აშენდეს. „- განაცხადა ინეზა ქობალიამ. ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები იწვნენ იატაკზე, თუმცა ამბობს, რომ ამას მასიური სახე არ ქონია, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, იქვე მოუნდათ დაწოლა და ეს მეთოდი მიღებულია თამაშის დროს“- აცახდებს გამგე. ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ ის ადამიანი ვინც ვიდეო გადაიღო, იყო ნასვამი და მან ეს მიზანმიმართულად გადაიღო. მშობლის მიერ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...