მთავარისიახლეებიPOLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Published on

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად გამოხატა თავისი უკმაყოფილება NATO-ელი მოკავშირეების მიმართ.

გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ დახურულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს შეურაცხყოფა მიაყენა.

Politico-ს თანახმად, დონალდ ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ განიხილავს შურისძიებას, თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობდა.

ევროპელი ოფიციალური პირები გამოცემასთან ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამოიყენა, როგორც ადგილი, სადაც საკუთარი გაღიზიანება გამოხატა ევროპის უარის გამო, მონაწილეობა მიეღო ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში.

ამავე ორი წყაროსა და მესამე ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე მყოფებს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ სურდა მოკავშირეებისგან კონკრეტული ქმედებები, რათა ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე კვლავ გაიხსნას, თუმცა თუმცა თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მარკ რუტესთან საუბრისას ნატოსთვის არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია.

NATO-ს სპიკერმა ალისონ ჰარტმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის “ძალიან გულახდილი საუბარი” შედგა, თუმცა უარყო ინფორმაცია, რომ შეხვედრა ცუდად დასრულდა და მას “კონსტრუქციული” უწოდა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Politico-ს ასევე უთხრა, რომ მიუხედავად დაძაბული შეხვედრის შთაბეჭდილებისა, მარკ რუტეს ვიზიტი დროული იყო, რადგან დონალდ ტრამპს შესაძლებლობა მიეცა, ემოციებისგან დაცლილიყო. მან თქვა, რომ დონალდ ტრამპის პოსტები Truth Social-ზე ზოგადი ხასიათის იყო და კონკრეტულ სანქციებს და NATO-დან გასვლის განხილვებს არ მოიცავდა.

8 აპრილს თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.

დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა NATO-ს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უარით, ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობებში ლიდერობის აღებასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვაზე.

დონალდ ტრამპმა ისინი ბრჭყალებში – მოკავშირეებად მოიხსენია და ამასთან, მან NATO-ელ პარტნიორებს “ლაჩრები” უწოდა.

 

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...