მთავარისიახლეებივიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! - მოკლული მასწავლებლის...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

Published on

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების ჯგუფს, რომ გაბაშვილის, რიკაძის და ჩიქოვანის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი დადგა.

წლები მართლაც ცოტაა, მაგრამ შესაბამის ბრალში არის მაქსიმალური. აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ეს მუხლი უფრო დაიხვეწოს და სახდელიც იყოს უფრო დიდი – წერს ეკა კუპატაძე.

მისი თქმით, ბრძოლას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება – კუპატაძე ამბობს, რომ ნ.ი. და გ.მ. აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე.

სასჯელის გამოცხადებისას ვიგრძენი, რომ კანონი არ ითვლის მხოლოდ წლებს!

ახალგაზრდა მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა, ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდა ექიმის/მასწავლებლის ღირსება!
მადლობა მას, გიგა ავალიანის დედისგან!

პროკურორების და გამომძიებლების გუნდმა დაადასტურა,
რომ სამართლიანობა რეალურია!
რომ სიმართლეს აქვს ძალა!
ვაჟკაცურად ამომიდგნენ გვერდით და სასამართლოს მართალი სიტყვა სწორად და სრულად მიაწოდეს!
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!

არ დაიღალა საზოგადოება, თავისი უშიშარი და მტკიცე ხასიათით ხმამაღლა თქვა,
რომ ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას უმაღლესი მნიშვნელობა აქვს და რომ გიგა ავალიანი ღირსეული ახალგაზრდა იყო!
მადლობა მას, გიგა ავალიანის დედისგან!

მაქსიმალურად ვცდილობდი, განაჩენის გამოცხადებამდე არ წამომცდენოდა, გიგას მოსწავლეების და მშობლების საოცარი თანადგომა.
სასამართლო პროცესზე ღირსეულად წარსდგნენ გიგას მოსწავლეები:
მარიამ ნატროშვილი,
კესარია თხელიძე,
საბა ვალიშვილი.
(ნია იმნაძის ჯგუფის ბავშვები!)
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!

გიგას უამრავმა მოსწავლემ და მშობელმა, გიგას მეგობრებმა, საჯაროდ (ვიდეოებით, პოსტებით, კომენტარებით) ისაუბრეს გიგას პიროვნებაზე, მის კეთილსინდისიერებაზე, პატიოსნებაზე.
,,ჩემი ცენტრი”-ს ქართულის მასწავლებელმა, ქალბატონმა მანანა კიკნაძემ, რომელსაც სხეული უკანკალებდა მკვლელების შორიახლოს დგომით, სასამართლო პროცესზე გულახდილად ისაუბრა გიგას პიროვნებაზე.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!

ვიცი, რომ მკვლელების მშობლები გავიდნენ თემქელ ბიჭებზე, მაგრამ ვერც შეაშინეს, ვერც მოისყიდეს.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!

ჟურნალისტების მიკროფონები და კამერები იყო ყველგან და ყოველთვის, როცა მჭირდებოდა. ყველა ტელევიზია და სოციალური გვერდი, მუდმივად მიმაგრებდა ზურგს.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!

მე მყავს ჭკვიანი და ერთგული ადვოკატები: თამარ ავალიანი, დარეჯან სულაშვილი და ზაზა ხატიაშვილი.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!

მე მივხვდი, რომ სრულიად საქართველოს ესმის ჩემი ტკივილი!
მადლობა საქართველოს, გიგა ავალიანის დედისგან!

ვნახე ხალხის აღშფოთება — ეცოტავათ წლები.
ასეთი დამოკიდებულება მალამოდ მედება გულზე.
წლები მართლაც ცოტაა, მაგრამ შესაბამის ბრალში არის მაქსიმალური.
მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ; ეს ჩემი სახელმწიფოს კანონმდებლობაა და ვემორჩილები მას, თუმცა
აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ეს მუხლი უფრო დაიხვეწოს და სახდელიც იყოს უფრო დიდი.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შევალიე არასრულწლოვნებს, დარჩენილი ცხოვრება არ ვიცი როგორი ან რამდენ ხანს მექნება, მაგრამ
აუცილებლად მოვახერხებ არასრულწლოვნების მიმართ კანონის სერიოზულად გამკაცრებას.

ვაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას!
ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე ნია იმნაძით და გიორგი მალანიათი დაწყებული, არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!

ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...