მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ცენტრალური ქუჩების გადათხრის სამუშაოები დაიწყება - გიორგი შენგელია

ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების გადათხრის სამუშაოები დაიწყება – გიორგი შენგელია [Video]

Published on

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ პრობლემად მოუწესრიგებელი გზები დასახელდა. ზუგდიდის მერმა განმარტა, რომ ცენტრალურ უბნებში ჯერ არ მომხდარა წყალანარების სამუშაოების დაწყება, აქედან გამომდინარე, ამ ადგილებში მალე ქუჩების გადათხრის სამუშაოები დაიწყება. რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ- ებში მიმდინარე რეორგანიზაციას, მისი თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და დარჩებიან მხოლოდ ისეთი კადრები, რომლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. შეხვედრა სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტმა ნიკა ლაშხიამ შეაფასა, მან შეხვედრაზე რამდენიმე აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ქალაქში კინოთეატრის არ არსებობაზე, ასევე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ქარის დროს დეკორატიული ხეების ამოიძირკვაზე. ზუგდიდის მერმა ასევე დასძინა, რომ მეორე საჯარო სკოლის გვერდით, მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მოეწყობა. შენობაში ამ დრომდე რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს და ისინი სხვა ტერიტორიაზე იქნებიან ბინით უზრუნველყოფილი. მერმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გახსნაზეც ისაუბრა. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და ბოტანიკური ბაღის საზეიმო გახსნა ნოემბრის დასაწყისისთვის იგეგმება. მისი განმარტებით, „ბოტანიკური ბაღი იქნება იმაზე მეტად ლამაზი, ვიდრე იყო ის ისტორიულად“,

სიახლეები

პატიმრობიდან ბადრი ჯაფარიძეც გათავისუფლდა

ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვეს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათ...

მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა

ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხე დატოვა. საპატიმროს დატოვებს მისი თანაგუნდელი ბადრი ჯაფარიძეც. ივანიშვილის...

საქართველო 2008 წელს ომის დაწყებას აღიარებს-ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია

ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს სტატიას, სადაც წერია, რომ "საქართველო აღიარებს 2008 წელს სამხრეთ...

უკრაინაში “აზოვის” 19 წლის მებრძოლი დაიღუპა

დარია ლოპოტინა, საძახისით “დელტა”, რომელიც “აზოვის” სპეციალიზებულ ბრიგადაში იბრძოდა, სლავიანსკის მიმართულებაზე ერთ-ერთი შეტაკების დროს...