მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო, კურორტი ლებარდე (Foto)

სამეგრელო, კურორტი ლებარდე (Foto)

Published on

კურორტი ლებარდე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს, კურორტი ცნობილია უნიკალური მჟავე წყლებით. ლებარდეში პირველი საკურორტო სეზონი 1922 წელს გაიხსნა, საავტომობილო გზის მშენებლობა კი 1947 წელს დაიწყო, ლებარდე როგორც სააგარაკო კურორტი კი პოპულარული გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა.

90-იანი წლების მოვლენების შემდეგ კურორტი ლებარდე სავალალო მდგომარეობაშია, მანამდე არსებული ინფრასტრუქტურა გავერანდა. ლებარდეს ცუდი გზისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო მუდმივი მაცხოვრებლები არ ყავს. კურორტს დამსვენებლები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიას მწყემსები სეზონურად სტუმრობენ.

კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გენგემის წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხედვის მიხედვით, კურორტი 6 ზონად დაიყოფა, პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმროებსა და სანატორიუმებს, მეორე ზონა ეწ. „ქარავანის“ კემპინგებს, მესამე ზონა კი სპორტულ ობიექტებს და მიწისქვეშა ავტოსადგომს უნდა დაეთმოს, მეოთხე ზონაში ტურისტული მომსახურების ცენტრი განთავსდება, მეხუთე ზონა სასტუმროებისთვის და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის იქნება განკუთვნილი, მეექვსე ზონაში კი ახალგაზრდული ბანაკის განთავსება იქნება შესაძლებელი.

კურორტ ლებარდემდე მისასვლელი ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, პირველი ეტაპის სამუშოები გზის საფარის 6 კილომეტრზე მოწყობას გულისხმობს, რაც დასკვნით ეტაპზეა. შემდეგი ეტაპის სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...