მთავარისიახლეებისაზოგადოებათევზაობა ელექტროშოკის აპარატით ან ასაფეთქებელი ნივთიერებით სისხლის სამართლებრივ დანაშაული ხდება

თევზაობა ელექტროშოკის აპარატით ან ასაფეთქებელი ნივთიერებით სისხლის სამართლებრივ დანაშაული ხდება

Published on

ელექტროშოკის აპარატით ან ასაფეთქებელი ნივთიერებით თევზჭერაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ „მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია“ აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კანონის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. ამგვარად მიზანშეწონილია, მე-300 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების დამატებითი შემადგენლობებისა, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი წარმოადგენ პრეიუდიციულ ნორმას, კერძოდ თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, ან 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას (დანაშაულს) მხოლოდ ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ.

ამიგად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქმედება, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას (დანაშაულს) წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. ეს კი ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...