მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს

ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს

Published on

როგორც მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ადვოკატისთვის უცნობია.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, – აცხადებს ჩივიაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის საზედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...