მთავარისიახლეებისაზოგადოებათემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მაზლია დაკავებული

თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მაზლია დაკავებული

Published on

თემქაზე 62 წლის სიმა მირზოევას მკვლელობის საქმეზე 57 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს მკვლელობის მოტივად ანგარებას ასახელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა 62 წლის ქალს ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მედიაში გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილის მეუღლე უძრავი ქონების აგენტია, ვაჟი კი გერმანიაში ცხოვრობს.

მეზობლები ამბობენ, რომ სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სახლში დაკვამლიანება შენიშნეს. ასევე დაუკავშირდნენ სამსახურში მყოფ მეუღლეს, რომელმაც ბინაში რიმა მირზოევას ცხედარი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით აღმოაჩინა.

გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სახლიდან „ყველაფერი წაღებულია“. იგი ამბობს, რომ მისი მეუღლე უცნობს კარს არ გაუღებდა, და პოლიციამ სავარაუდო მკვლელის ძებნა ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს შორის დაიწყო. მართლაც, კვალმა გამოძიება მოკლულის მაზლამდე მიიყვანა.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...