,,ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!” – დავით ბერძენიშვილი მავრ კვიციანს აფრთხილებს

0
565

დავით ბერძენიშვილი პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს.

,,ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!” – წერს დავით ბერძენიშვილი და დასძენს:

მიჩვეულია კონტრაქციებით მანიპულირებას. დღეს 16 საათზე ემზარ კვიციანი ჰყავს ,,ფალავნად”, რომელმაც ჯერ იპროვოკატორა, იუზრდელა (რასაც მწარედ ინანებს), მერე კუნთმაგარ ბიჭებს მოუწოდა, მოდით პარლამენტთან და ავლაგმოთ ეს ანტისაოკუპაციო აქციაო. ოკუპანტების შნირია ამდენი წელია და აბა, რა ქნას?

ახლაც ,,ბრძნულ” და ძააალიან დაგვიანებულ შეფასებებს უნდა ველოდოთ ,,ნაცებთან არ დავდგები” პოზიციაზე მყოფი, ოპოზიციონერობის პრეტენზიების მქონე ხალხისგან თუ მაინც ანტისაოკუპაციო აქციის, რუსთაველის ეპიცენტრის დასაცავად ვიხილავთ?

არა ოკუპაციას! არა ბიძინას!!

არა ბიძინას (თავის გახარია/ ღარიბაშვილ/ კვიციანიანა) მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!”.- წერს დავით ბერძენიშვილი.

როგორც ცნობილია, 8 მაისს , პარლამენტთან მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია!” მონაწილეებს ემზარ კვიციანმა აგინა და რაამდენიმე მათგანს, მათ შორის დავით ბერძენიშვილის ვაჟს ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ემზარ კვიციანი გააღიზიანა აქციის მონაწილეების სკანდირებამ: რუსეთის მონა! და მოღალატე! .

ამავე დროს მან ხელი გაარტყა პოლიციელს, რომელიც მის დაშოშმინებას ცდილობდა.

,,პატრიოტთა ალიანსმა” ხელი დაიბანა და თუმცა იმავე დღეს მიმდინარე პარტიული ყრილობის ათასობით მონაწილიდან, მხოლოდ შვიდი ადამიანი გამოეხმაურა ემზარ კვიციანის მოწოდებას მისულიყვნენ პარლამენტთან და გაეძევებინათ იქიდანაც და ქართული პოლიტიკიდანაც ეს ,,ქათმებიც” და მათი მამებიც.

,,პატრიოტთა ალიანსის” მიერ კვიციანის იგნორირება მხოლოდ პოლიტიკური პრაგმატიზმის შედეგი კი არ არის , არამედ ნიშანი კვიციანის პერსონისადმი დამოკიდებულებისა: მავრმა თავისი საქმე შეასრულა, მავრი უნდა წავიდეს” . განა ივანიშვილიც არ იძლევა ამის მაგალითს – მოყავს, აკეთებინებს ცუდ საქმეებს ან საერთოდ არ აძლევს გასაქანს, რომ რამე გააკეთოს, და ბოლოს მოისვრის თავისი გარემოცვიდან.

წინა სტატიატაიფუნი „ფაქსაი“ – ტოკიოში, ,,დორიანი” – ბაჰამის კუბნძულებზე
შემდეგი სტატიახალხის რეაქცია: ,,სირაქლემას კვერცხები ხუთჯვრიანი დროშების ნაცვლად” და ზუგდიდის მერიის დარცხვენილი განცხადება, რომ საყვავილეებს სხვაგან გადაიტანენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური