მთავარისიახლეებიპოლიტიკარა აცინებდა მაია ცქიტიშვილს 20 ივნისის კადრების ჩვენებისას, რით დაემუქრა გახარია ნაციონალურ...

რა აცინებდა მაია ცქიტიშვილს 20 ივნისის კადრების ჩვენებისას, რით დაემუქრა გახარია ნაციონალურ მოძრაობას და რატომ შეწყვიტა ენმ-ს ფრაქციამ მასთან შეხვედრა?

Published on

მე არ მიმაჩნია სწორად რომ მოვუსმინოთ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვართავს.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა და სხდომის ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს სხდომის შეწყვეტა მოსთხოვა. სამადაშვილის მოთხოვნას დაეთანხმა რომან გოცირიძე და ენმ-სა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა შეწყდა.

მიზეზი გახდა ის, რომ პარლამენტში არ შეუშვეს გავრილოვის ღამეს დაშავებული მოქალაქეები, რომლებიც გიორგი გახარიას პარლამენტში ყოფნის პარალელურად იყვნენ შეკრებილი. მათ შორის დასახელებულ იქნა მაკო გომურიც, რომელზედაც საშვი იყო დაშვებული, მაგრამ, როგორც მალევე გაირკვა, ის ამ დროს თბილისში არ იმყოფებოდა და პარლამენტში შესვლა არც უფიქრია. ამ შეცდომის გამო მაკო გომურმა ფრიად გაღიზიანებული კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, თუმცა ამაში ახალი არაფერია – ცნობილია, რომ 20 ივნისის მონაწილეებს შორის დამოკიდებულება ამ პარტიის მიართ არაერთგვაროვანია, რაცხელს არ უშლის ნაციონალურ მოძრაობას დაიცვას მათი ინტერესები.

გარეთ ჟღერდა სიმღერა, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სიმბოლოდ იქცა: „როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“. აღნიშნულ სიმღერაზე გადაღებული კლიპი სხდომის დასაწყისში პარლამენტის დარბაზშიც გაუშვეს. ენმ-ს თქმით, ეს იყო ვიდეოშეკითხვა გიორგი გახარიას მიმართ, რომელიც “გავრილოვის ღამეზე” მთავარი პასუხისმგებელი პირია.

მაგრამ გახარიამაც და მთავრობის წევრებმაც სრული იგნორით უპასუხეს ვიდეოკლიპის დემონსტრირებას – უფრო მეტიც, „გავრილოვის სისხლიანი ღამის“ კადრების ჩვენებისას მინისტრი ცქიტიშვილი იცინოდა “ამ ქვეყანაში კანონი და კონსტიტუცია აღარ არის? გაგვაგებინეთ, ქვეყანა აღარ გვაქვს?… თქვენი კეთილი ნება უნდა იყოს, რომ ეს ადამიანები აქ შემოვიდნენ, თუ რაიმე სინდისი მაინც გაქვთ დარჩენილი, პირადად, თორემ ივანიშვილს სინდისი არ აქვს… ქალბატონი მაია იღიმებოდა აქ… სირცხვილია ქალბატონო მაია, უყურებთ ამ ადამიანებს და იღიმებით…” – მიმართა მას თიკა ბოკუჩავამ .

პროცედურის თანახმად შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ენმ შეკითხვების დასმა არ ისურვა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ისინი შეხვედრაზე მხოლოდ იმ მიზნით მივიდნენ, რომ გახარიასა და მთავრობის წევრებისათვის მათი დანაშაულები შეახსენონ.

სალომე სამადაშვილის თქმით, მას ერთადერთი კითხვა აქვს გიორგი გახარიასთან, როგორ აპირებს იყოს იმ ხალხის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ის გავრილოვის ღამის მთავარ დამნაშავედ და მათი თვალების დამთხრელად მიაჩნია. „არანაირი სურვილი არ მაქვს გიყურებდეთ, მაგრამ იძულებული გავხდი… „ბოლო ჟამის“ მინისტრთა კაბინეტია ეს“ – სალომე სამადაშვილი – „ვერ გახდება გიორგი გახარია ქართველი ხალხის პრემიერ მინისტრი, იმ ხალხის, რომლის სისხლშიც მას ხელები აქვს ამოთხვრილი.

დღეს ენმ აქ მოვიდა ერთადერთი მიზეზით, რომ გახარიას შევახსენოთ, ყველა დანაშაული რომელიც აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, მასთან შეკითხვები არ გვაქვს, მას შეკითხვებს დაუსვამს სასამართლო და პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მაშინ როდესაც ქვეყანაში აღდგება ეროვნული ხელისუფლება და მოვიშორებთ თავიდან ამ მოსკოვიდან მართულ მარიონეტების თეატრს, ახლა უკვე გახარიას მეთაურობით.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

,, მე თქვენ დაგასრულებთ!” -ასეთი იყო გახარიას პირდაპირი მუქარა პასუხად ყველა დასმულ და დაუსმელ კითხვაზე მის მიმართ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...