მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შევეგუოთ, რომ ოლიგარქი მოაჯდა და პუტინის გზით მიდის საქართველო?''- თამარ ჩარკვიანი

,,შევეგუოთ, რომ ოლიგარქი მოაჯდა და პუტინის გზით მიდის საქართველო?”- თამარ ჩარკვიანი

Published on

გიორგი გახარიას მოსალოდნელ გაპრემიერებას „გაერთიანებული ოპოზიცია“ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ნაბიჯად აფასებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ეს არის უკადრებელი საქციელი.

„უკადრებელი საქციელია. ჯერ ერთი, ეს უხერხულია ხალხთან, ვინც პირველ დღეს გამოვიდა და გააპროტესტა გავრილოვის ჩაჯდომა სავარძელში. უხერხული არის იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ამდენი ხანი იდგნენ და აპროტესტებდნენ. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გვგონია, გახარიას მაგივრად მახარია რომ მოვიდეს, რამე შეიცვლება. ივანიშვილის ხელში ყველა ერთნაირი მარიონეტია. მაგრამ გახარიას გვარს და სახელს კიდევ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ეს არის გამოწვევა. პირადაპირ უკავშირდება ეს ადამიანი ახალგაზრდების თვალების დათხრას.

ამიტომ, ეს არის წარმოუდგენელი გამოწვევა საზოგადოებისადმი. რა თქმა უნდა, დღეს გაერთიანებული ოპოზიცია აქ დგას და საღამოს ვთავაზობთ, რომ უბრალოდ, გავაპროტესტოთ. ვისაც რაღაც პროვოკაციისკენ აქვს ყურები და თვალები მომართული. გავაპროტესტოთ, უხერხულია, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ არ გააპროტესტოს სრულიად მიუღებელი სამარცხვინო კანდიდატის გაპრემიერება.

ეს პროტესტი რა თქმა უნდა გამოიღებს შედეგს. ჩვენ იმას შევეგუოთ, რომ ოლიგარქი მოაჯდა და პუტინის გზით მიდის საქართველო?! უფსკრულისკენ მიდის, არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები აღარ არსებობს. კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს. წარმოუდგენელი სიტუაციაა. ამიტომ, გავაპროტესტოთ ჩვენ გახარიას დანიშვნა და უპირველესად, გავაპროტესტოთ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. თევზი თავიდან ყარს. ჩვენ გამოწვევა გახარიამ კი არა, ივანიშვილმა გვესროლა“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...