სანდრა რულოვსი: ბიძინა ვერ ხვდება, რომ უკვე ზედმეტია, მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, რუსეთი არ ხუმრობს

0
533

,,გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობა ძალიან ცუდის ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განუცხადა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს კრემლის დავალებებს და არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების მოთხოვნას.

“არ უნდა წავიდეს მთავრობა ხალხის ნების წინააღმდეგ. ცუდია ის რომ არ უსმენენ თავის ხალხს. გახარიას გადადგომა ისევ აქტუალურია, მისი გაპრემიერება არანაირად არ ზის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში.მე არ მინდა ვიყო პესიმისტი მჯერა , რომ ხალხი ამ დღეებში მშვიდობიანად აჩვენებს თავის ძალას . გვინდა გავაგებინოთ არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს და ევროპას, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ ამ სამთავრობო ცვლილებებს” – აცხადებს სანდრა რულოვსი .



მშვიდობიანი აქციები იქნება, ოღონდ ძალიან მასიურად და ნამდვილად არ უნდა დაველოდოთ კიდევ 2020 წელს. ვფიქრობ, წელს უნდა მოხდეს ცვლილება. 2020 წელს უკვე ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, აღარ იქნება. არ ვარ პესიმისტი, ვარ ოპტიმისტი იმ მხრივ, რომ მასიურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის კაცი დაგვისვეს სახელმწიფოს მეთაურად. რასაც ახლა ვაკეთებთ, იგივე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიდგეთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და როდესაც ხალხი ერთიანია, ვერავინ მოერევა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი ფიქრობს, რომ გახარიას გაპრემიერებას ქართულ ოცნებაში სიხარული არ გამოუწვევია, თუმცა პარტიამ ის გააკეთა რაც ივანიშვილმა უბრძანა და მათ სხხვა გზა არ ჰქონდათ . “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ გახარიას დანიშვნა რუსული ნარატივია.

“ამბობენ, რომ ბიძინას არ შერჩება, მე ვიტყოდი, რომ ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. სულ აღარ სჭირდებათ ბიძინა, მან თავისი როლი შეასრულა და მოიშორებენ, ის არაპროგნოზირებადი ადამიანია და გახარია უფრო მხნედ დგას, უფრო სანდოა რუსეთისთვის, უფრო ერთგულია, უფრო ადვილად გააკეთებს, რაც რუსეთს უნდა, ბიძინა არაპროგნოზირებადი მილიარდერია. ეს არის ჩემი პირადი აზრი, ბიძინაში იმდენად არ არის პრობლემა, პრობლემა რუსეთი და გახარიაა, ახლა ბიძინა უკვე ზედმეტია.

ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. რუსეთი ყველგან პოულობს თავის მტერს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი.

ბიძინას ერთი პროცენტი ჯანმრთელი აზროვნება თუ მაინც აქვს დარჩენილი და უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს. ჩვენ გვრჩება პროტესტი. უნდა გავაგებინოთ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ ამ კაცის დანიშვნა ხდება დიდი ხალხური პროტესტის ფონზე და ასე თუ იწყებს პრემიერი თავის მოღვაწეობას, ის აუცილებლად ცუდად დამთავრდება.

წინა სტატიაპოლიცია პარლამენტს ხალხს არ აკარებს – ,,ხელის კვრით გამომაგდეს, არ მაძლევენ უფლებას, პარლამენტის ჭიშკართან მივიდე” აცხადებს სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიაგახარიას პომიდვრები ესროლეს – ასე გამოხატეს ბათუმელებმა პროტესტი ქალაქში მისი ბანერის გადმოფენის გამო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური