მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლება საბოლოოდ დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს'' -გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციის ყველა მხარდამჭერს...

,,ხელისუფლება საბოლოოდ დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს” -გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციის ყველა მხარდამჭერს მოუწოდებს დღეს, 7 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია“ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგინებას დღეს პარლამენტის წინ აქციაზე გააპროტესტებს. განცხადება ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტთან გაეთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლება საბოლოოდ დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით შეაფურთხა, როგორც სახელმწიფოსაც, ოპოზიციასაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც. ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტიის მხარდამჭერს მოუწოდებს, რომ დღეს 7 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ და ხელისუფლება აიძულონ რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად არ დაამტკიცოს:

„დღე მშვიდობისაო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური სამოქალაქო ომი, რომ გაგრძელდეს დაპირისპირება და საშუალება არ მისცეს სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისათვის. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება, იმის მაგივრად რომ წყნარად და მშვიდად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისათვის, ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეს არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსათვის, საზოგადოებისთვის, ოპოზიციური სპექტირისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყნნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს და ჯანმრთელობა დაკარგეს. არცერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ ღირს გახარიად და არც ქართული ოცნების ხელისუფლებად, რომელიც არის განწირული და დაპირისპირებული საქართველოს მოქალაქესთან და ოპოზიციურ სპექტრთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან შეცვალეთ ეს კანდიდატურა, ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას,

ჩვენ ყველა წევრს და მხარდამჭერს, მხდველობაში მაქვს გაერთიანებული ოპოზიცია, დღეს 7 საათზე პარლამენტთან, ხმამაღლა ვთქვათ ის ჩვენი სათქმელი რაც გვაქვს და რაც იმას ნიშნავს რომ აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავისთავს ხელისუფლებას ეძახის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს, ამ ადამიანის დამტკიცება არ მოხდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე .“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...