მთავარისიახლეებისაზოგადოებატრანსპორტისა და გზების ასოციაცია ზუგდიდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ზუგდიდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს [Video]

Published on

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით სწავლობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და იმ მიზეზებს, თუ რა იწვევს ხშირ ავტოსაგზაო შემთხვევებს. ამ პრობლემურ თემაზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ მონიტორინგი ჩაატარა. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განმარტავს, ის ზუგდიდში ადგილზე გაეცნო ამ კუთხით არსებულ ვითარებას. მისი თქმით, პრობლემები ერთნაირი სახისაა და სამწუხაროდ არ ხდება მისი დროული მოგვარება. მან ასევე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ნოსირში მომხდარ ავტო საგზაო შემთხვევაზე, სადაც ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მოუწესრიგებელი გზა დასახელდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. დავით მესხიშვილის თქმით, ისინი ამ შემთხვევაშიც პრობლემებს აწყდებიან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...