მთავარისიახლეებისაზოგადოებანაცატუს თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმოში წელს თხილის პირველი მოსავალი მიიღეს

ნაცატუს თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმოში წელს თხილის პირველი მოსავალი მიიღეს [Video]

Published on

სოფელ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმოში წელს თხილის პირველი მოსავალი მიიღეს. აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით, 1000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს.ასევე აქ თხილის გაშრობა და შენახვა ფერმერს, დაახლოებით, 5-დან 8 თეთრამდე დაუჯდება.
წელს ფერმერები გაცილებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. ექსპორტის სტატისტიკა და დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები თხილის მწარმოებელთა ასოციაციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები კარგია.

აზიურ ფაროსანასთან კოორდინირებულმა მუშაობამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ფერემერები ამბობენ, რომ მავნებელი მკვეთრად შემცირდა და მასთან გამკლავება თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დახმარებითა და ფერმერების გაერთიანებით გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება თხილის ფასს, როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ამბობს, ეს დამოკიდებულია თხილის ხარისხზე და წელს გაუმჯობესებული თხილის მოსავალი ფასის ზრდაზეც აისახება

2010-2014 წლებში თხილის ექსპორტი 75-დან 183 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ ფაროსანამ და სხვა მავნებლებმა მოსავლიანობა და ხარისხი შეამცირეს, რამაც ექსპორტის $70 მლნ-მდე ვარდნა გამოიწვია.


სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...