მთავარისიახლეებიპოლიტიკათითოეული ახალგაზრდა, ვინც რუსთაველზე დგას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, ჩემთვის ძვირფასია- მიხეილ...

თითოეული ახალგაზრდა, ვინც რუსთაველზე დგას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, ჩემთვის ძვირფასია- მიხეილ სააკაშვილი

Published on

თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი წერს, რომ მისთვის ყველა ახალგაზრდას აზრი, თუნდაც კრიტიკული, მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

„თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს – რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვენთაგანი, რიგითი ჯარისკაცი.

თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამიანებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან „პარტაქტივი”, ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები.

მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ კამათს ყოველთვის მოვასწრებთ იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს.ყველაფერი კარგად იქნება.ძალა ერთობაშია!“,- წერს სააკაშვილი

სიახლეები

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა - ვიმყოფებით ივანიშვილის მიტაცებულ სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის...

სტრასბურგმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო....

“ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ” -ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდზე

"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ...

ზელენსკი-პუტინი მალე მოკვდება, ეს ფაქტია

საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეშინია. ამის შესახებ ზელენსკიმ Eurovision...