აუხდენელი ოცნებები ვჭამოთ? – საქსტატი აქვეყნებს იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

0
533

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი 103.6%-ით;
  • მსხალი – 53.4%-ით;
  • ხახვი – 51.9%-ით;
  • ნიორი – 32.4%-ით;
  • მუზეუმის ბილეთი – 32.1%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 29.4%-ით;
  • იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 28.2%-ით;
  • საზამთრო – 25.5%-ით;
  • კარტოფილი – 23.1%-ით;
  • გაყინული თევზი – 21.4%-ით.
წინა სტატიაცოტნე გამსახურდია: გგონიათ ძაფიზა იბრძვის ხიხო და ქიბარა ამდენი ხანია?
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა გადაკვეთა წითელი კოშაძის დაკავებით”- ირაკლი ოქრუაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური