მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჟესტი - ხელით დაფარული თვალი - მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე...

,,ჟესტი – ხელით დაფარული თვალი – მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიასა და პოლიციელთა გმირობას” – რას ხედავს ქუთაისის საკრებულოს წევრი ორივე თვალით

Published on

ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ალექსანდრე ახალაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ჟესტი – ხელით დაფარული თვალი – მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიასა და პოლიციელთა გმირობას”  .

ამ პოსტზე ,,ტაბულასთან” საუბრისას იგი აზუსტებს: ცისფერებში ვგულისხმობ, როგორც თავად ეძახიან თავის თავს “ელგებეტეს” აქტივისტებს,  როგორც იქცევიან კი ხედავთ, კონსტიტუციას შეურაცხყოფენ, კონსტიტუციაში რა გვიწერია იცით?! ის რომ, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, თავიანთ სექსუალურ ურთიერთობებს უკეთებენ პოზირებას და აგიტაციას, რაც ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია.

აფარებული ხელი, მე პირადად მახსენებს “ელგებეტე” პრაიდის მოწოდებებს და აქციებს, იმ დამნაშავე პარტიის ხელმძღვანელებს, რომლებიც თეთრ პერანგებში იყვნენ გამოწყობილი და სწორად აღელვებულ ახალგაზრდებს შეუცვალეს, თავიანთი მაქინაციური აზროვნებით, გონება და გახადეს ახალგაზრდები ეგზალტირებული, რომ შტურმით აეღოთ პარლამენტი. რაც მოხდა, ეს ყველაფერი იყო ამაზრზენი, მაგრამ მახსენებს იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც არ დაუშვეს სახელმწიფოში გადატრიალება. შესაძლებელი იყო, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. პოლიციამ დაიცვა პარლამენტი შტურმისგან და გმირობა იყო, რომ არ არის სამოქალაქო ომი დღეს.

ასე კატეგორიულად ნუ სვამთ საკითხს, რომ გახარიამ და პოლიციელებმა დათხარეს თვალები მოქალაქეებს. როდესაც შტურმზე მიდის ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ყველამ იცის, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს თვალში მოხვედრაც, კაცის მკვლელობაც, მსხვერპლიც და ყველაფერიც და ამაზე მიდიან შეგნებულად ისევე როგორც ომში.”

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...