მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ყოველი ადამიანი მოდის ამ ქვეყანად გარკვეული მისიით. პეტრე და პავლე მოვიდნნენ, რათა...

,,ყოველი ადამიანი მოდის ამ ქვეყანად გარკვეული მისიით. პეტრე და პავლე მოვიდნნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა”- კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა

Published on

სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და წყალობა უსურვა.

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ქადაგებაზე ილია მეორე მრევლს პეტრე-პავლობის მნიშვნელობაზე და მოციქულთა ღვაწლზე ესაბრა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღედასწაულს. პეტრე და პავლე მოციქულები არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმინდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომპირველი ეკლესია სვეტიცხოველში 12 მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიოს საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია 12 მოციქულის სახელზე აშენდა.

ყოველი ადამიანი მოდის ამ ქვეყანად გარკვეული მისიით, დავალებით. პეტრე და პავლე მოვიდნნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი სოფლისა და სულთა ჩვენთა წყალობის მომნიჭებელნი. ძალიან მძიმე იყო მათი მოღვაწეობა, იმდენად მძიმე, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე. ხალხური გადმოცემა არის, რომ პავლე მოცუქული ასევე დიდი მქადაგებელი და დიდი მოღვაწე იყო. მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად იყოს.

დღეს არის პეტრე-პავლობა, ხვალ, სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. სვეტიცხოველში ლოცვა დაიწყება დღეს, 19:00 საათზე. დიდმა ჯგუფმა ჩვენი მორწმუნე ადამიანების გამოიარეს წმინდა ნინოს გზა და დღეს მათ ჩვენ შევხვდებით სვეტიცხოველში. წმინდა ნინოს და მოციქულების მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”,- ბრძანა პატრიარქმა.

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...