მთავარიUncategorizedასეთი სამარცხვინო მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია - ოპოზიცია გახარიას გამოსვლას აფასებს

ასეთი სამარცხვინო მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია – ოპოზიცია გახარიას გამოსვლას აფასებს

Published on

ასეთი სამარცხვინო მინისტრი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია – ასე აფასებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, გიორგი გახარიას მიერ ღია ეთერში 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

ხელისუფლების ოპონენტები, შს მინისტრს „ქართული ოცნების“ მესაფლავეს უწოდებენ და ამბობენ, რომ საჭიროა მისი თანამდებობიდან დროული გადაყენება.

„ასეთი არაადეკვატური, ასეთი კაცთმოძულე და სამარცხვინო მინისტრი, საქართველოს არ ჰყოლია. გახარია, რომელიც რეალურად იქცა „ქართული ოცნების“ მესაფლავედ თუ ჩვენ დროულად არ გავუშვით და მერე უკვე მისი ხელისუფლებაც არ მივაყოლეთ, შეიძლება შემდეგ ესენი იქცნენ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მესაფლავეებად,“-განაცხადა ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტიკოსები ქვეყნის პირველი პოლიციელის მიერ ნათქვამი ტყუილების ვრცელ ჩამონათვალს ადგენენ. ისინი ე.წ გავრილოვის ღამის მთავარ გმირს ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ და გახარიას სისხლიანი ღამის კონკრეტულ დეტალებს ახსენებენ.

„გახარიამ მოგვატყუა ყველაფერი. მე მგონი ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ის რაც მოხდა 20 ივნისს, იყო რუსული სადამსჯელო ოპერაცია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და გახარიას და ივანიშვილს ეგონათ, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშინდებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დამიზნებით ესროდნენ სპეცრაზმელები ჩვენს ახალგაზრდებს და განზრახ ასახიჩრებდნენ. ის უტიფრად ზის და რაღაც ზღაპრებს ჰყვება. ამისთვის ის აუცილებლად პასუხს აგებს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი აკაკი მინაშვილი.

გიორგი გახარიას უტიფარს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერიც.

„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილის, ცინიზმის, უტიფრობის უწყვეტი ტალღა ბატონი გახარიას მხრიდან. 20 ივნისს, გიორგი გახარია დამთავრდა როგორც შს მინისტრი, დღეს 12 ივლისს, გიორგი გახარია დამთავრდა როგორც ადამიანი,“-ამბობს დავით ბაქრაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრი გადაცემა „რეაქციის” დასრულების შემდეგ, სტუდიის გარეთ მდგომ აქტივისტებს დაემალა. გახარია უკანა კარიდან სამართალდამცველების მიერ შექმნილი სპეციალური კორდონით გააპარეს.

მინისტრი რომელმაც სისხლიან ღამეს ბრძანება თავად გასცა, აქციის მონაწილეების მწვავე შეკითხვებს გაექცა, თუმცა მათი პროტესტის ხმა მაინც გაიგო. აქციის მონაწილეები შს მინისტრს, სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ.

სიახლეები

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...

CNN-ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა

CNN წერს, რომ ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე...

უკრაინა ომის დასრულების საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებებს დავოსში გააგრძელებს

უკრაინის წარმომადგენელმა რუსტემ უმეროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ...