მთავარისიახლეებისამართალი"დამონტაჟებული ვიდეო სასამართლომ ლევან თორიას საქმეში მტკიცებულებად ცნო " - ადვოკატი...

“დამონტაჟებული ვიდეო სასამართლომ ლევან თორიას საქმეში მტკიცებულებად ცნო ” – ადვოკატი [Video]

Published on

ტელეკომპანია „ოდიშის“  გადაცემა „ლუსტრაციის“  ავტორისა და წამყვანის ლევან თორიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაცვის მხარის  შუამდგომლობა საქმეში ერთ-ერთი ვებ-გვერდიდან აღებული ვიდეომასალის მტკიცებულებად არდაშვების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატ რევაზ მიქაიას  განმარტებით, საქმე ეხება ვიდეომასალას, რომელიც საქმეში დართულია, როგორც მტკიცებულება, რაც მისი თქმით, სრულად არ ასახავს მომხდარ ინციდენტს და არის დამონტაჟებული.“ის, რაც დაუშვა სასამართლომ, არის არასწორი, რადგან იმ ვიდეოში არ ჩანს მოვლენების განვითარება და ვერ ასახავს სინამდვილეს“- განაცხადა მიქაიამ.  მისი თქმით, პროკურატურამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, საქმეს დამატებოდა სს კოდექსის 154-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. ლევან თორიას თქმით, ის, რაც ხდება სასამართლოზე, ნათლად მიუთითებს ქვეყანაში არსებულ არადემოკრატიულ გარემოზე.“ის რაც მოხდა  14 მაისს, ნამდვილად იყო ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა, თუმცა ამ მუხლით არ წარდგენია ბრალი ამ დრომდე არავის, რაც ხელისუფლების პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს“- განაცხადა ლევან თორიამ.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, დადიანების სასახლის ეზოში  გადაცემა „ლუსტრაციი“ს ჩაწერისას თავს დაესხნენ გადაცემის წამყვანსა და მის სტუმრებს.

საქმე აღძრულია ძალადობის მუხლით, თავდამსხმელთაგან რამდენიმე პირი მიცემულია პასუხისგებაში, ერთ-ერთ  მათგანს გელა კვარაცხელიას, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა,  126-ე ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამავე დროს პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო.

ხოლო გადაცემის წამყვანს ლევან თორიას 17 მაისს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელსაც ასევე ბრალი 126-ე ძალადობის მუხლით წარედგინა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...