მთავარისიახლეებისამართალიელექტრონული სამაჯურის გამოყენებით ივანიშვილმა ნიკა მელია დაღდასმულ პირად აქცია

ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით ივანიშვილმა ნიკა მელია დაღდასმულ პირად აქცია

Published on

„ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს ეშინია ნიკა მელიას პოლიტიკური საქმიანობის,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენზე საუბრისას.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური უფლებამოსილება შეეზღუდოს, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სრულ სამართლებრივ ნონსესში ჩააგდო.

“მთელი სასამართლო სისტემა ნონსესში შეიყვანა, რადგან ელექტრონული სამაჯურის დამატებით ამ გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას უზღუდავს ნიკა მელიას,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

რომან გოცირიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ იღებს, გადაწყვეტილება მიიღება „სხვაგან“. გოცირიძე ამბობს, რომ ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით, ნიკა მელია ივანიშვილმა დაღდასმულ პირად აქცია. 

„რაც შეეხება სამაჯურს, სამაჯური გამოიყენება ძირითადად კრიმინალების წინააღმდეგ და დეპუტატზე სამაჯურის დადება, ვიზუალურად და სიმბოლურად, ძალიან შეურაცხმყოფელია. ნიკა მელია პარლამენტში მოსვლისა და წასვლის გამო, ხელისუფლებამ გამოიყვანა დაღდასმულად,“ – ამბობს გოცირიძე.

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ხელისუფლება სრულ აგონიაშია. მისი თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ თუ სასამართლო დეპუტატს არ აპატიმრებს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების სრული და შეუზღუდავი უფლება აქვს.

„ახლა აღარც პარლამენტს და აღარც სასამართლოს არ აქვს მისთვის სამაჯურის აღარც ხელზე გაკეთება, ეს ღიმილის მომგვრელია, ოღონდ მწარე ღიმილის. ძალიან ცუდ კვალს ტოვებს “ოცნება” სამართლებრივ სფეროში,“ – ამბობს კემულარია.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...