მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი: "გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება....

თეა წულუკიანი: “გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება. მიზანი, რისთვისაც ძალა იქნა გამოყენებული იმ ღამეს, იყო ლეგიტიმური “-

Published on

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობაში სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. 
მისი თქმით, შს მინისტრი პოსტზე დარჩება. 

” „ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე, გახარიას გადადგომა კი არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმებ.ა საქართველოს მთავრობის გადადგომა, ისევე როგორც შს მინისტრის გადადგომა, აწყობს იმას, ვინც ქვეყანაში პროვოკაცია მოაწყო. ”

„ჩვენ 20 ივნისს სახეზე გვქონდა ე.წ პროპორციულობის ტესტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ნებისმიერმა სამართალდამცავებმა, ინდივიდუალურად. ამ ტესტის ნაწილია ის თუ არის თუ არა ლეგიტიმური მიზანი, რომლისთვისაც ეს ძალა გამოიყენება. მიზანი რისთვისაც ძალა იქნა გამოყენებული იმ ღამეს იქნა ლეგიტიმური, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც აქციამ მშვიდობიანი ხასიათი დაკარგა და რამდენიმეჯერადი შეტევა იქნა პარლამენტზე მიტანილი, ამ შეტევების მოგერიება არის ლეგიტიმური არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით. არამედ ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტის მიხედვით. ამის შემდეგ დგება პროპორციულობის შემოწმების პროცესი, კერძოდ ის საშუალება, რომელიც იქნა გამოყენებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყო თუ არა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში თანაზომიერი ანუ პროპორციული. თუ მე როგორც მოქალაქე და მინისტრი ვიმსჯელებ იმ ვიდეოკადრებით რაც ვნახეთ, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში გამოყენებული ძალა ლეგიტიური მიზნის მისაღწევად, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მოსაგერიებლად, იყო თანაზომიერი ანუ პროპორციული. მაგრამ, სხვათა შორის, ამას პირველივე დღიდან იძახდა შს მინისტრი, არის ცალსახად არაერთი შემთხვევა, როდესაც არის კითხვები ეს ტესტი იყო თუ არა პროპორციული.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რა არის ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი – თეა წულუკიანის თქმით, „გამოსავალი არის სიმშვიდე“.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლისას უმრავლეს შემთხვევაში გამოყენებული ძალა თანაზომიერი იყო, თუმცა არსებობს არაერთი შემთხვევა, რომელმაც გააჩინა კითხვები ძალის პროპორციულად გამოყენების შესახებ და ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული:

„შინაგან საქმეთა მინისტრი არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას, პირიქით, მან ბრძანა ბრძანების გაცემა არის მისი პასუხისმგებლობის ზონა. გვარები და სახელები ვინ რა ბრძანება გასცა მე არ ვიცი და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ ეს არ იყო ერთი ბრძანება, ეს იყო რამდენიმე ბრძანება, ან ხანდახან რისი უფლებაც აქვს საფრთხესთან მებრძოლ ადამიანს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, ამისთვის გვჭირდება გამოძიება. რაც არ უნდა რთული იყოს თითქოსდა გაცვეთილი ფრაზის მოსმენა „ვნახოთ გამოძიება რას დაადგენს“, სხვა გზა არ არსებობს და საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.”- უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა

სიახლეები

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...

“იმედი” ავრცელებს წერილს, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ სუიციდის მცდელობამდე დაწერა

სამთავრობო პროპაგანდისტული მედია იმედი ავრცელებს წერილს, რომელიც მათივე მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე...