მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებს

პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებს

Published on

დეპუტატ ნიკა მელია წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მისთვის საპატიმრო ღორნისძიების გამოყენებას მოითხოვს. 

პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

უმრავლესობაში პროკურატურის მოთხოვნის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს, პირველ კომენტარს აკეთებენ.

 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ ხვალვე, ნიკა მელიას საკითხს საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.   

„იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებაზე და ჩხრეკაზე. ანუ, პროკურატურა ვერ განახორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას ან ჩხრეკას, პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამჟამად შემოსულია პროკურატურისგან თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი, პარლამენტი ამ საკითხზე, ბუნებრივია იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად პროცედურა არის შემდეგი: მას შემდეგ, რაც ბიურო განსაზღვრავს კომიტეტს და ეს კომიტეტი იქნება საპროცედურო საკითხთა და წესდების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის საკითხზე მოხდება, პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა, ვინაიდან, მჭიდრო ვადებში ვართ მოქცეული, მე ვფიქრობ რომ საკომიტეტო განხილვა ხვალვე ჩატარდება, სავარაუდოდ ეს დილითვე იქნება ხვალ და ხვალვე, პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...