მთავარისიახლეებისამართალიმალხაზ მაჩალიკაშვილი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებთან...

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებთან შეხვედრა ვერ მოახერხა

Published on

პანკისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც პარლამენტში იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატებთან შესახვედრად მივიდა. მაჩალიკაშვილი გეგმავდა კანონმდებლებისთვის პირადად ეთხოვა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. 
 
ის ბიუროს სხდომის ოთახთან იცდიდა და სხდომის დაწყებას ელოდებოდა. თუმცა მოულოდნელად ის შეუძლოდ გახდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
 
ცუდად გახდომამდე  მალხაზ მაჩალიკაშვილმა ისაუბრა  მიზეზებზე, თუ რატომ რჩება დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები თემირლანის მვლელობის სესახებ. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ   დამნაშავეების ხელის დაფარების  ბრძანება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. 
,,მათ აქვთ ბრძანება, ბრძანება არის პირდაპირ ივანიშვილის ბრძანება. ესენი თავისით არაფერს არ წყვეტენ. ამ ხელისუფლებაში ასე ხდება, ამ ქვეყანაში ასე ხდება, მაგრამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. 
 
აქ პირდაპირ იყო მოსული ის არაადამიანი, მხეცი გომელაური და ათასი ტყუილები ილაპარაკა, აქედან წავიდა. ამის გამო არ ვქმნით ჩვენ საგამოძიებო კომისიას. შექმნიან, ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მთელმა საქართველოს მოსახლეობამ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რაშია საქმე. უნდა გაიგოს, რომ რატომ ვდგავარ მე უკვე 9 თვე. ამ ყველა სისასტიკის ქვეშ რატომ ვდგავარ და რატომ ვითხოვ. მე იმიტომ ვითხოვ, რომ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს დღე სათავეში. მე იმას ვაპირებ, რომ ამათ დავამხო ეს სისტემა თავზე, ამას ვაპირებ და ამას შევძლებ. მე თუ ეს ვერ შევძელი, თუ მარგუნეს ისევე ტყვია, როგორც არგუნეს თემირლანს, დანარჩენები გააკეთებენ ამას. სამყარო რომ დაიქცეს ეს საქმე გაიხსნება, მთელი საქართველო გაიგებს რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში, ამას ველოდები და ამას გავაკეთებ მე,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
მე ვამბობ, თუ დამნაშავე ვარ დამადანაშაულე, თუ არ გაქვს ამის ვაჟკაცობა, სინდისი, კაცობა, მაშინ მითხარი დავაშავე და მე ავდგები და სახლში წავალ. რაღაც ხდება, ან მე ვარ დამნაშავე, ან ისინი არიან,"-განაცხადა მაჩალიკაშვილმა

"ყველა დუმს, ხელისუფლებაში არავის პასუხი არ აქვს. მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ამ საქმემ თითქმის მთელი მსოფლიო შეძრა. ყველა თვალყურს ადევნებს რა სტადიაშია ეს საქმე. არანაირი პასუხი არ არის. თემირლანის სახელის ხსენებაზე ამათ ჯოჯოხეთი ელანდებათ.  მე ამათი არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო. რამენაირად ვცდილობ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. 
 
 
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...