მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანი არ გამორიცხავს, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი მოეხსნას და მეჩეთად...

ერდოღანი არ გამორიცხავს, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი მოეხსნას და მეჩეთად გადაკეთდეს.

Published on

საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული, აია სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი მოეხსნას და მეჩეთად გადაკეთდეს.
 
აღნიშნულმა განცხადებამ ბერძნები აღაშფოთა, რადგან აია სოფია მთელი 9 საუკუნის განმავლობაში საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ ტაძრად ითვლებოდა.
 
 
“ეს არა მხოლო ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარია, არამედ კაცობრიობის საკუთრებაც, ის იუნესკოს მიერ ცნობილია, როგორც მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობა. ამგვარად, ნებისმიერი კითხვა მის სტატუსთან დაკავშირებით, არის არა მარტო ქრისტიანების გრძნობების შეურაცხყოფა, არამედ საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფაც“- განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ კარტუგალოსმა.
 
როგორც ექსპერტები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აცხადებენ, თუ ერდოღანი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს, ეს შეასუსტებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციებს და მის პრეტენზიებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რაც თავის მხრივ წინ წამოწევს და გააძლიერებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას. მათი მოსაზრებით ერდოღანის განცხადებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის რუსეთისთვისაც. მსოფლიო პატრიარქი ბერთლომეოსმა, რომლის რეზიდენციაც სტამბოლშია, რუსეთის ეკლესიის სურვილის საწინააღმდეგოდ ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინის ეკლესიას, ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კი სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობის დალაგების პროცესში არიან.
 
 
აია სოფია წარმოადგენს ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთებულ იქნა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.
 
1935 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და ის მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

სიახლეები

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...

SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე-საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის...

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის...

ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას...