მთავარისიახლეებისამართალიზურაბ ჯაფარიძე: თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი,...

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი, თუ მათგან 16-ს არჩევენ, ეს შერჩევითი სამართალია

Published on

 
 ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს შორის "გირჩის" აქტივისტებიც არიან. სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს,  გაერთიანების "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მივიდა. 
 
მისი თქმით, „ეს არის შერჩევითი სამართალი.-  ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია. მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი,“
 
„ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი.'' – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 
 
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდემასალის გავრცელების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დღეს 9 მათგანს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...