მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯვრის მონასტერი კვლავ დაკეტილია, ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ

ჯვრის მონასტერი კვლავ დაკეტილია, ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ

Published on

ჯვრის მონასტერი ისევ დაკეტილია. უკვე მეორე დღეა ტაძარში ვერც მომლოცველები და ვერც ტურისტები შედიან. სასულიერო პირები, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დრომდე არ გამოჩენილან. ადგილზე დილიდან მიდიან ტურისტები და მომლოცველები, თუმცა მათთვის ტაძრის კარიბჭე ამ დრომდე არ გახსნილა. 
 
ადგილზე იმყოფებიან გარემოვაჭრეები, რომლებიც ტაძრის დაკეტვის მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სასულიერო პირები მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. მათი თქმით, კონფლიქტი უკვე 2 წელია გრძელდება. გარემოვაჭრეები კი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. 
 
„მოვიდა და მითხრა წადიო, ეგრევე ნაგლად. რომელიღაც ბერი იყო. ჯერ კურთხევა უნდა მოგცეს წინამძღვარმა და მერე დადგეო… ხან ვის გვიგზავნიან, ხან ვის. პოლიციას იყო მოსული რამდენჯერმე,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
 
გარემოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ დახლების დადგმა, ჯვრის მონასტრის წინ სასულიერო პირებს თავად სურთ. 
 
მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მეექვსე საუკუნის ძეგლის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა ერთპიროვნულად მიიღო. სასულიერო პირი იმუქრება, რომ ტაძარს მანამდე არ გახსნის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიას გარე მოვაჭრეები არ დატოვებენ. 
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯვრის მონასტრის დაკეტვას გაუგებრობად აფასებს.
 
მიხეილ გიორგაძე პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.
 
„ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს კომპეტენცია გარე ვაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში. გაუგებრობად შევაფასებდი. მალე, ასე ვთქვათ გაირკვევა ეს სიტუაცია და დაპირისპირება უფრო არ გაღრმავდება,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...