მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ოჯახისა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორის...

ცოტნე გამსახურდია პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ოჯახისა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვს

Published on

 ცოტნე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტისმკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ოჯახისა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვს.
 
იგი აცხადებს, რომარსებული კონფიგურაციებით და გადაჯგუფებებით პროკურატურაში მკვლელობის საქმის გამოძიებას შედეგი ვერც 5 წლის შემდეგ ექნება.
 
„ჩვენი მოთხოვნა იყო არა გამოძიების საქმის გაგრძელება გაგრძელებისთვის, არამედ ეფექტური და ქმედითი გამოძიება. ამ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, ვერავითარ ქმედებას ვერ ვხედავთ, რომ პროკურატურა ამ საქმისადმი მის დამოკიდებულებაში რამეს შეცვლის. თუ იგივე გაგრძელდება, მაგას სჯობს დღესვე დახურონ საქმის გამოძიება, ვიდრე ჩვენ 5 წელიწადი ისევ ამგვარ მდგომარეობაში ვიყოთ. 25 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ და რატომ უნდა ველოდოთ, რომ ახლა 5 წლის განმავლობაში გააკეთებენ?! ჩვენ ველოდებით პოზიტიურ გზავნილებს, მესიჯებს პროკურატურის, ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ დიახაც, აქვთ ამ საქმის გამოძიების ნება და ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს – ვინაიდან, დღეს არავითარი ილუზია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა რამეს გააკეთებს, არ გვაქვს არც ასევე მათ მიმართ ნდობა, არც იმედი, ამიტომ ვითხოვთ დაინიშნოს ჩვენი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორი, რომელსაც ექნება შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ვინც საქმეს გახსნის და მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე. არსებული კონფიგურაციებით და გადაჯგუფებებით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
 
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აპირებს 5 წლით გაახანგრძლივოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, გამსახურდიები აცხადებენ, რომ ცვლილებების იმედი არ აქვთ

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...