მთავარისიახლეებისაზოგადოებაშს მინისტრის მოხსენებას პარლამენტში ზაზა სარალიძე დაესწრება

შს მინისტრის მოხსენებას პარლამენტში ზაზა სარალიძე დაესწრება

Published on

შს მინისტრის მოსასმენად ჩანიშნულ რიგგარეშე სესიას თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა დაესწრება.სავარაუდოდ, ზაზა სარალიძეს მინისტრისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცემა.შვილმოკლული მამა ამ დრომდე ითხოვს მთავარ კითხვაზე პასუხს – ვინ მოკლა მისი შვილი. უცნობია, დააკავებს თუ არა გახარიას უწყება საქმის მთავარ მონაწილეს, მიხეილ კალანდიას. ამ რეკომენდაციით, სამინისტროს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც მიმართა „არამარტო ბატონ მინისტრთან მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაქვს უდიდესი კითხვა ვინ მოკლა ჩემი შვილი. ბოლო-ბოლო ვიღაცამ ხომ უნდა მომისმინოს და გამცეს ამ კითხვაზე პასუხი? ან უნდა თქვან, რომ გამოძიება დახურულია და მკვლელი არ არსებობს, მოლოდინის რეჟიმში არ ვაპირებ მე გაჩერებას,“-ამბობს სარალიძე.დავით სარალიძე მეგობარ ლევან დადუნაშვილთან ერთად ხორავას ქუჩაზე მოზარდებმა 1 დეკემბერს მოკლეს. დაკავებული მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირია. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ გამოძიებას დადგენილი არ აქვს ვინ მოკლა დავით სარალიძე. მოკლული მოზარდის მამა დარწმუნებულია,რომ გამოძიება მისი შვილი მკვლელს ხელს აფარებს. შვილის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ზაზა სარალიძე  უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტთან აქციას მართავს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...