მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნები - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი...

ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნები – ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი გუშინდელ კენჭისყრას.

Published on

ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე არჩევნები – ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი გუშინდელ კენჭისყრას. არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურისას გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას და არ გამორიცხავენ, რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვონ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით დარღვევების გამო, სამოქალაქო სექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ 28 ნოემბრის არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს დილიდან შემაჯამებელ ბრიფინგებს მედიაცენტრში გამართავენ. დილის 10:00 საათზე კი "სამართლიანი არჩევნები" პარალელური დათვლის შედეგებს გაასაჯაროებს.
 
„ტენდენციად შეიძლება გამოვხატოთ ის, რომ მოქალაქეები გამოდიოდნენ კაბინიდან და ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას კანდიდატებთან დაკავშირებით და ანახებდნენ ამ ყველაფერს კომისიის წევრებს, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდეს ამ ფაქტებით,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე ისეთი სახის დარღვევები გამოიკვეთა, რაც შეშფოთებას იწვევს. 
 
„აქ საუბარია ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ მარტივად შევაფასებთ, პირველს და მეორე ტურს შორის არსებულ სხვაობას, შეგვიძლია თამადად ვთქვათ, რომ მეორე ტური ბევრად უფრო დაძაბული იყო,“ – განაცხადა სალაძემ.
 
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მსგავსი საარჩევნო პერიოდი, რაც საზოგადოებამ პირველ და მეორე ტურს შორის იხილა, არ უნახავს. რაც მისი თქმით, შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...