მთავარისიახლეებიპოლიტიკაწუხელ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე აქციების დასაშლელი ჭავლსატყორცნი ტექნიკის გადაადგილებამ კითხვები აღძრა

წუხელ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე აქციების დასაშლელი ჭავლსატყორცნი ტექნიკის გადაადგილებამ კითხვები აღძრა

Published on

 
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში. თითოეული პოლიციელი მზადაა, რომ მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში… ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდა პოლიციის მძიმე ტექნიკის გადაადგილება დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
 
განსაკუთრებული კითხვები აღიძრა იმასთან დაკავშირებით, რომ კახეთის გზატკეცილზე გადაადგილდებოოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭავლსატყორცნი მანქანებიც, რომლებიც  აქციების დასაშლელად საჭირო სპეციალური ტექნიკის კატეგორიას მიეკუთვნება 
 
თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ორი ჭავლსატყორცნი მანქანა რკინის დამცავებითაა აღჭურვილი.
 
ამავე ესკორტში გადაადგილდებოდა კიდევ, რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა.
 

 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...