მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე 19-20-21 ოქტომბერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობას აანონსებს, პარტია კი...

კახი კალაძე 19-20-21 ოქტომბერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობას აანონსებს, პარტია კი აცხადებს, რომ მსგავსი რამ აღნიშნულ პერიოდში არ იგეგმება

Published on

 
19-20-21 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
„25 სექტემბერს თბილისის მერიაში შემოვიდა წერილი „ნაციონალური მოძრაობისგან“. პარტია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას. შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობად დასახელებულია 100 ათასი ადამიანი. აღნიშნული შეკრება გამოიწვევს მითითებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვას, ანუ გზა უნდა გადაიკეტოს. ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ყველაფერს, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გადაიკეტება და თუ ამის საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
„ნაციონალურ მოძრაობას“ ან ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ 19,20 ან 21 ოქტომბერს დედაქალაქში რაიმე მსვლელობა ან მანიფესტაცია დაგეგმილი არ აქვს.
 
ამის შესახებ გაერთიანების  წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დასავლეთ საქართველოში მართავს შეხვედრებს და შესაბამისად, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებიც მასთან ერთად იქნებიან.
 
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს, სხვადასხვა ადგილებზე ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, წინასწარ ხდება ხოლმე ტექნიკური მიმართვიანობა მუნიციპალიტეტების მიმართ და თბილისის მერიის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
 
„გაუგებარია ეს ტექნიკური მიმართვა, რომელთან დაკავშირებითაც გაერთიანებულ ოპოზიციას არ გაუკეთებია განცხადება, რატომ გახდა მთავარი თემა ბატონი კალაძისთვის, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს ქალაქში მისახედი.
 
რაც შეეხება ნებისმიერი მსვლელობის უსაფრთხოებას, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული მერები და გამგებლები. უშუალოდ 19, 20, 21 ოქტომბერს კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეხვედრებს მართავს დასავლეთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებითაც, შტაბიდან კონკრეტული ადგილები არის გაჟღერებული. თბილისში რა იქნება და როდის იქნება, ამასთან დაკავშირებითაც გაკეთდება კონკრეტული განცხადება“, – აღნიშნა მელიქიშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...