მთავარისიახლეებიპოლიტიკა" შტაბებში ძალიან დიდი წინააღმდეგობაა სალომე ზურაბიშვილის გამო" - გიგი უგულავა

” შტაბებში ძალიან დიდი წინააღმდეგობაა სალომე ზურაბიშვილის გამო” – გიგი უგულავა

Published on

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა  გიგი უგულავამ ზუგდიდში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები და პარტიის წევრები ტოვებენ. მისი თქმით, გურიისა და ქვემო ქართლის შემდეგ ქართული ოცნების დამფუძნებლები, კოორდინატორები,ზონის უფროსები ბდა აქტივისტები ოცნებას ზუგდიდში ტოვებენ. ოცნების წარმომადგენლები „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა ამ ადამიანებს და აღნიშნა, რომ, ის, რასაც ისინი აკეთებენ, არის გმირობა და ბრძოლა ქვეყნის წინშვლისთვის და უკეთესი მომავლისთვის. გიგი უგულავას თქმით, შტაბებში ძალიან დიდი წინააღმდეგობაა სალომე ზურაბიშვილის გამო. „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს: ვლადიმერ ჯიქიამ – საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
მერაბ ბერულავამ – „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
გენად სორდიამ – ანაკლიის ყოფილი გამგებელი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
მერაბ შენგელაიამ – სამეგრელოს რეგიონის მობილურ ოპერატიული ჯგუფების ყოფილი უფროსი
ლაზარე ავალიანმა – საოლქო კომისიაში ქართული ოცნების ყოფილი წევრი 
ლევან ხუბუამ – განმუხურის უბნის ოცნების  კოორდინატორი 
ზვიად პერტაიამ – განმუხურის მმართველი პარტიის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი
ემირ დარსანიამ – განმუხურის  უბნის ოცნების კოორდინატორი
შოთა თოდუამ – კახათის საარჩევნო უბნის კოორდინატორი
გოგიტა ჯიქიამ – ყულიშკარში მმართველი პარტიის კოორდინატორი უბანზე
ზურაბ ჯოჯუამ – ახალსოფელში „ოცნების“ მხარდამჭერი
ბესიკ ჯიჭონაიამ – ოდიშში „ქართული ოცნების“ აგიტატორი
თამაზ ბულიამ – იგივე სოფელში „ოცნების“ აგიტატორი
მარიკა ქირიამ – უბნის აგიტატორი ურთაში
ვალერ ჯალაღონიამ – „ოცნების“ ზონის კოორდინატორი
ზაალ როგავმ – ყულიშკარში კოორდინატორი მმართველი პარტიიდან
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...