კახა მიქაია ,,არასერიოზულს” უწოდებს კითხვას, საიდან მოიპოვა სკანდალური სატელფონო ჩანაწერი, რომელიც რუსთავი 2 – ს გადასცა

0
437
„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია აცხადებს, რომ ზუგდიდის აწ უკვეყოფილი მერისა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას სატეეფონო საუბრის ჩანაწერი რუსთავი 2 – ს სწორედ მან მიაწოდა. 
მისი თქმით,  რუსთავი 2 – ის ეთერში გავიდა  ფრაგმენტი  საათნახევრიანი ჩანაწერიდან,  სადაც ქალაქის უკვე ყოფილი მერისა და ვიცე მერის გია გულორდავას გარდა  ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სამსახურის თავმჯდომარე თენგიზ ქობალიაფიგირირებს , , თუმცა სრულ ჩანაწერში ჩანს, რომ მთელი ამ საქმის უკან დგას ყოფილი  გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელმაც მიიღო თავისი წილი ბიზნესმენთან გარიგების შედეგად ქრთამის სახით მიღებული თანხიდან და თავისი ძალმოსილებიდან გამომდინარე სწორედ ის არის მთავარი ფიგურანტი   ამ სკანდალურ გარიგებაში. 
იგი  არ პასუხობს კითხვაზე,   თუ როგორ მოიპოვა ეს ჩანაწერი, და ამ კითხვას ,,არასერიოზულს'' უწოდებს .  
 
 კახა მიქაია უფრო ვრცლად საუბრობს გაზეთ ,,რეზონანსისთვის'' მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნებულია  სათაურით "ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე" / რა კორუფციული გარიგებებია ზუგდიდის მერიაში.
 
"ხელისუფლება იძულებული იყო, გადაეყენებინა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩანაწერი იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ ეს ორი ადამიანი და ყოფილი გუბერნატორო ლევან შონიაც პასუხისგებაში მიეცნენ. ეს ჩანაწერი მე თავიდან ბოლომდე მაქვს, 1:57 წუთია. ჩემთან მოვიდა "შაბათის კურიერი" და მათ ჩანაწერის ამონარიდები გადავეცი, შემდეგ ჟურნალისტი დაადგა ვიცე-მერს და ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ ასე გახმოვანდა. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ჩანაწერის გამო ხელისუფლებამ დაასწრო მოვლენებს და გადააყენეს მერი და ვიცე-მერი. ჩანაწერში საუბარია სამეგრელოს ექსგუბერნატორ ლევან შონიაზეც, ქრთამის აღებაზე, წილების გადანაწილებაზე. ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან მოლაპარაკებაზე, წინასწარ საქმის ჩასაწყობად რამდენი უნდა გადაიხადოს და შემდეგ წილებში როგორ უნდა ჩაუსხდნენ მას ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ეს ბიზნესმენი შემდეგ გადააგდეს და ამ ჩანაწერში სწორედ ამ უკმაყოფილების და კორუფციული სქემის მთელი კასკადია. სწორედ ამიტომ გაუშვეს ისინი თანამდებობებიდან", –  აცხადებს  კახა მიქაია 
 
"ზუგდიდის მაღალჩინოსნები კვირკვიასგან წინასწარ ფულს ითხოვდნენ რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და ობიექტების – რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გულიას სახელობის პარკი და ა.შ. გადაცემის სანაცვლოდ… საერთოდ, სამეგრელოში არსებულ კორუფციაზე მე, დიდი ხანია, ვსაუბრობ. ჩემ მიერ მოპოვებული ეს ჩანაწერი კი ამის უტყუარი ფაქტია, დოკუმენტი აუდიოჩანაწერის სახით და მასში ფიგურირებენ გოგიაც, ყოფილი გუბერნატორი შონიაც და ვიცე-მერი გულორდავაც. აქ არის 2-3 საქმე, თორემ კორუფციულ საქმეებს სამეგრელოში რა გამოლევს?! მინდა, გითხრათ, რომ შონიას გუბერნატორობის დროს ზუგდიდი, მერთან, ვიცე-მერთან და გუბერნატორთან ერთად, ჩაიძირა კორუფციის ჭაობში… შონიას ერთ-ერთი საეჭვო გარიგება სწორედ ამ ჩანაწერში ჩანს, როდესაც ბიზნესმენი მას 10 000 დოლარს აძლევს, რომ საქმე გაუკეთოს, ტენდერი მოაგებინოს. საერთოდ, შონიას გარეშე სამეგრელოში არც ერთი კორუფციული გარიგება არ იდებოდა. მინდა, ასევე, გაგახსენოთ თავად შონიას მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადება, აფხაზეთიდან გადმოსული ტვირთი, რუსული აქციზიანი, რატომ არის კონტრაბანდა, აფხაზეთი საქართველო არ არისო? ეს ფრაზა მისი აღიარებითი ჩვენება იყო. ასეთი ადამიანი ნორმალურ ქვეყანაში გუბერნატორად კი არ უნდა დაეტოვებინათ, მის წინააღმდეგ სს საქმე უნდა აღძრულიყო – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ კონტრაბანდას ლობირებდა და აკონტროლებდა შონია.", – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია.
 
"…შიდა დაპირისპირება არსებობს, მაგალითად, ზუგდიდში ახლად დანიშნული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელიც პირდაპირ გიორგი გახარიას კადრია, წინააღმდეგობაშია ყოფილი გუბერნატორის ჯგუფთან, რომლის რიგებში იყვნენ გოგია, გულორდავა და საბოტაჟის ნიშნებიც იყო. შონიას ე.წ. გუნდიდან მერიაში კიდევ არიან დარჩენილები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა. გუბერნატორსა და შონიას გუნდს შორის დაპირისპირება აშკარაა", – ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – "რომ არა ეს შიდა დაპირისპირება, კორუფციაზე საუბარი იქნებოდა?" – პასუხობს:
 
"ჩემს მიერ წარდგენილმა ჩანაწერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ზუგდიდში ბევრი ლაპარაკობდა და ლაპარაკობს სამეგრელოში გამეფებულ კორუფციაზე. ისე ყარს სამეგრელოში ყველაფერი, ბაყაყები ყიყინებენ უკვე, რომ ეს ვერ დაიმალებოდა. მარტო ამ ჩანაწერით, რაც გასაჯაროვდა, შონია, გოგია და გულორდავა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. დანარჩენები ვნახოთ შემდეგ".

 
კახა მიქაიას ამ განცხადებებს ენმ -ს პოლიტსაბჭოს წეცრი ანი წითლიძე ეხმაურება .  ,,
 
,,კარგია რომ ახლა ამ პოზიციაზე ხარ და აზრი შეიცვალე – მიმართავს იგი კახა მიქაიას სოციალური ქსელის მეშვეობით – მაგრამ შენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია იმაში, რასაც ახლა ქოცები შვრებიან. შენ იყავი ქოცების მთავარი რუპორი ზუგდიდში, ვირით და ფალოსით რომ დარბოდი და ოფისებში თავპირის მტვრევით გვემუქრებოდი. შენი თანამებრძოლები იყვნენ გოგიაც, შონიაც, გულორდავაც და ყველა დანარჩენიც. შენ მოუყვებოდი წინ, კომბლებით რომ თავებს გვიტეხავდნენ. 
 
შენ ჩუმად იყავი ,როცა შონია დანიშნეს, გოგია საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. (შენი საკრებულოში წევრობის დროს, ერთ სიაში იყავით შენ და გოგია და მაშინ არ გაგიპროტესტებია ეგ ამბავი) არც გულორდავას დანიშვნაზე ამოგიღია მაშინ ხმა.
მხოლოდ მაშინ აგერია, როცა შენ არ ჩაგსვეს წილებში და შენი ხალხი დაგიხსნეს სამსახურებიდან. ამიტომ გადაემტერე.
 
კი არ დაგაყვედრიდი ამ ყველაფერს მაგრამ სანამ წინა ხელისუფლებას კიდევ რამეზე ახსენებ ან ქოცების კრიტიკისას წინა ხელისუფლებას შეადარებ, (როგორც ჩანს სააკაშვილის ხსენების გარეშე არ შეგიძლია) ჯერ საკუთარი მოიკითხე ასჯერ''. – წერს ანი წითლიძე
წინა სტატიაზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა დღეს სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატიაგახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა? – ადვოკატები დიაგნოზის მოლოდინში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური